გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს. ევროკავშირის სამმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ამ ქვეყნის დიპლომატები, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის გამო გააძევა. პოლონეთის, შვედეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთის საგარეო უწყებამ. ოფიციალური მოსკოვი რუსი დიპლომატების გაძევებას უსაფუძვლოს უწოდებს.