დეკლარაციების შევსების ვადა იწურება

08 თებერვალი 2021, 18:09 992 ნახვა

პარლამენტარებს 2 დღე რჩებათ იმისთვის, რომ დეკლარაციები შეავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

რას აპირებენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან?

როგორც ირკვევა, მათი ნაწილი აპირებს შეავსოს ქონებრივი დოკუმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრს იცვლიან.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი  დეკლარაციის შევსებას არ გეგმავს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში