ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა

06 თებერვალი 2021, 23:27 2524 ნახვა

ბათუმში, პოლიციამ "ალტერნატივას" აქტივისტი ხათუნა ბერიძე და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ფირუზ წულუკიძე დააკავა.

მათთან ერთად დაკავებულია რამდენიმე პირი, დაახლოებით 10 ადამიანი.

დაკავება, თბილისში დაუმორჩილებლობის მარშის პარალელურად, ბათუმში მიმდინარე აქციაზე მოხდა.

სამოქალაქო აქტივისტები, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ და მსვლელობით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი