ბათუმის "დინამო" პირველ სატესტო მატჩში უკრაინულ "ლვოვს" დაუპირისპირდება

06 თებერვალი 2021, 12:36 934 ნახვა

ბათუმის "დინამო"თურქეთში პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უკრაინული "ლვოვის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 6 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.

"ლვოვი" უკრაინის პრემიერლიგის ბინადარია და ამ დროისთვის 9 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფება.

ბათუმელები ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს თურქეთის ქალაქ ბელეკში ატარებენ. გუნდმა პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, სადაც 3 შეხვედრა გამართა.

"დინამო" თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩება და კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ითამაშებს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში