21 საათის შემდეგ ხდება ოჯახებში შეკრებები და სუფრების გამართვა, შესაბამისად რისკი მაღალია - ცქიტიშვილი 

04 თებერვალი 2021, 12:33 16905 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მობილობის შემცირების გამო დატოვეს. 

ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე აკრძალულია. 

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ 21 საათის შემდეგ ხდება ოჯახებში შეკრებები და სუფრების გამართვა, შესაბამისად რისკი მაღალია. 

''გადაადგილების შეზღუდვის მთავარი მიზეზი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შეზღუდვის, არის  კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და ვისწავლეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობა იყოს გაკონტროლებული. არ იყოს დაშვებული ისეთი ტიპის აქტივობა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელებასთან.

21 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებში შეკრებები, სუფრების გამართვა, ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც მიმდინარეობს, როგორც წესი, პირბადის გარეშე, შესაბამისად არის მაღალი რისკი.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ვაკვირდებით როგორ იქცევიან და აკონტროლებენ ვირუსის გავრცელების დინამიკას. ვნახავთ, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრად, არა მხოლოდ 21 საათზე, ბევრ ქვეყანაში საღამოს 6 საათიდანაც იწყება გადააგილებაზე შეზღუდვა.

საზოგადოებას მოვუწოდებ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და ქვეყნის ეკონომიკას'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი