საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც.
ეს ეხება მეტროს, ავტობუსს და სამარშუტო მიკრო ავტობუსებს"-განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, 8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები.