საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეები საკლასო ოთახებში ისწავლიან.
''15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში გააგრძელებენ სწავლას რაც უაღრესად მნიშვნელოვანია'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.