ევროკავშირის და აშშ ელჩების განცხადება

03 თებერვალი 2021, 20:05 1347 ნახვა

გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ასე ფიქრობს აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანის თქმით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, გადაჭრან უთანხმოება და მოაგვარონ პრობლემები, რომლებზეც საზოგადოება წუხს. ქართველმა ხალხმა რამდენიმე კვლევაში თქვა, რომ აწუხებს მაღალი ფასები, უმუშევრობა ასევე სიღარიბე და პარტიებმა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ერთად უნდა იმუშაონ. ს

აქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. ჰარცელის თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი