ნავალნის სასამართლო პროცესი

02 თებერვალი 2021, 14:47 872 ნახვა

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ივ როშეს საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელის  რეალურით  - 3 წლითა და 5 თვით პატიმრობით შეცვლას  მოითხოვს.   უწყება აღნიშნავს, რომ პირობითი სასჯელი მას თვეში ერთხელ ინსპექციაში რეგისტრაციას ავალდებულებდა, თუმცა ნავალნიმ 60-ჯერ  დაარღვია ეს პირობა. სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო გადაღება აუკრძალეს.  შენობის გარეთ კი გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ჯერ კიდევ სასამართლო სხდომის დაწყებამდე  ძალოვნებმა ნავალნის მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მასობრივი დაკავება დაიწყეს. დაკავებულია ათობით ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი