წამებისა და უკანონო დაკავების ბრალდებით პროკურატურამ შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა, ორის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.
წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის კი ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილის ადგილსამყოფელის შესახებ.
ბრალდებულებმა კი იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს იგი და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს.