ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 989 ტესტიდან კორონავირუსი 676 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქში ვირუსით კიდევ 253 ადამიანი დაინფიცირდა.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 44 ახალი შემთხვევა გვაქვს. ბოლო დღე ღამეში ვირუსი 1 441 მოქალაქემ დაამარცხა.