კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ,,ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ. იქ, სადაც 16 სართულიანი ობიექტი უნდა აშენდეს ორგანიზაცია ,, მე მიყვარს ბათუმის“ წევრები შეიკრიბნენ. აცხადებენ, რომ მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს და არ არსებობს შესაბამისი პროექტი. ისინი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.