მნიშვნელოვანია სრულად გავხსნათ აჭარა და დავაკვირდეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს - ჯანდაცვის მინისტრი 

27 იანვარი 2021, 15:57 3706 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აჭარა სრულად იხსნება და რეგიონში პროცესებს დააკვირდებიან. 

''ჩვენთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სრულად გავხსნათ აჭარა, დავაკვირდეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები'' - ამბობს მინისტრი. 

მისივე თქმით, ​სახელმწიფოს მიდგომაა - გადაიდგას მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ, თუმცა, გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს ნაკლები რისკები.

''ეს იმიტომ, რომ არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე. ვიცით, ეს ჩაკეტვები რა მძიმეა ეკონომიკისთვის და აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

პირველი თებერვლიდან აჭარაში სკოლებში სწავლა იწყება, იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და გაიხსნება სავაჭრო ობიექტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი