შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე ინდიკატორზე დაკვირვებით მიიღება - გამყრელიძე

27 იანვარი 2021, 15:40 127 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე მაჩვენებელზე დაკვირვებით მიიღება. 

ამირან გამყრელიძის თქმით, იანვარში დადებითობის მაჩვენებელი შემცირებულია, რაც პოზიტიური სიგნალია. 

''დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მაგრამ მარტო ამ მაჩვენებელს არ ვეყრდნობით. არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ანუ ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ბოლო 14 დღის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საინტერესოა აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში. ასევე, საწოლფონდში თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რეანიმაციებში პაციენტთა რაოდენობა, ასევე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პირთა მაჩვენებელი. ამ ინდიკატორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

ზოგადად ყველა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში დინამიურად უმჯობესდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში. იანვარში დადებითობის მაჩვენებელი 8,5%-ია, ნოემბრის ბოლოს ეს რიცხვი იყო 25-დან 30%-მდე. 

ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი არის 6,6%. სასურველია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში