ჯანმოს ექსპერტები უხანში გამოძიებას იწყებენ

27 იანვარი 2021, 11:47 729 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, კარანტინს ასრულებენ და საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს. შემდეგ კი მათ უხანში მუშაობის დაწყების ნებას დართავენ. ექსპერტთა ჯგუფმა ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.  „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა სწორედ  უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი