ენმ-ში ინციდენტზე მოსაზრებები ორად გაიყო

24 იანვარი 2021, 15:35 1353 ნახვა

უპარტიო დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლის მიერ თავზე ნაგვის დაყრას არაერთგავაროვანი შეფასებები მოყვა. ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ორად გაიყო. ნაწილი მომხდარს  გმობს, ნაწილი კი ფაქტს გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს.

ერთ-ერთი მწვავე შეფასება ჯელალ ქიქავას ჰქონდა, რომელიც მისივე თანაპარტიელ სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა, იგივე ქმედებით დაემუქრა და ბოდიშის მოხდა სთხოვა. რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას - ნინო ლომჯარიამ მომხდარი ძალადობად შეაფასა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში