იენს სტოლტენბერგის განცხადება

27 ოქტომბერი 2016, 00:00 2688 ნახვა

კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინეს სტოლტენბერგის თქმით,  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს სამხედრო აქტივობაზე ნატო-ს საზღვრებთან, მათ შორის რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2016“-ზე. სწავლების ფარგლებში სამხედრო აქტივობა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინო. დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8-9 ივლისს, ვარშავის სამიტზე მიიღო. 

ამავე კატეგორიაში