მთავრობის სხდომა

27 ოქტომბერი 2016, 00:00 3220 ნახვა

საქართველოს ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის, ევროკავშირი 30 მილიონ ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით  ეს არის  სპეციალური გრანტი, რომელიც გამიზნულია მმართველობითი რეფორმისთვის, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს უნდა  ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და  ევროპულ ინსტიტუციებს. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი