1 თებერვლიდან შეზღუდვები იხსნება

23 იანვარი 2021, 12:40 1435 ნახვა

საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგება რეგულარული ფრენები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები და სავაჭრო ცენტრები პირველ ეტაპზე, ბათუმში, ზუგდიდში,ფოთში, გორსა და თელავში დაიწყებენ მუშაობას, პირველი მარტიდან კი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, მანამდე კი ამ ქალაქებში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ოღონდ შაბათ-კვირის გარდა.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, არ იხსნება საბავშვო ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები. ასევე, სპორტული დარბაზები და ფიტნეს ცენტრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი