საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

22 იანვარი 2021, 18:07 1068 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია ,,ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს. დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰექტარ ტერიტორიაზე დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა.

გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამ საკითხზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი