ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მიზნით ორგანიზაციამ შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს - ბექა ფერაძე

22 იანვარი 2021, 14:41 840 ნახვა

პირველი თებერვლიდან საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით შეიქმნა ელექტრონული სისტემა.

სავაჭრო ცენტრების ბაზრების, ბაზრობების (გარდა აგრარული ბაზრისა), მათში განთავსებული ნებადართული ობიექტების ფუნქციონირების განახლების მიზნით სავალდებულოა ორგანიზაციამ უზრუნველყოს მასში მომუშავე პირების სავალდებულო ტესტირება.

ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის შემთხვევაში სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს შესაბამის ნებართვას.

ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის/განახლების მიზნით აუცილებელია დადგენილებით განსაზღვრულმა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში: https://labour.moh.gov.ge/

" შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც დღეიდან ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც 322-ე დადგენილების  შესაბამისად იწყებს ოპერირებას მოახდინოს რეგისტრაცია, იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიღება.

შემოსავლების სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით შეუძლია ბიზნეს ოპერატორს იგივე იუზერნეიმით და პაროლით, რომელიც აქვს შემოსავლების სამსახურში, გამოიყენოს რეგისტრაციისთვის. მას ექნება მარტივი შესაძლებლობა, რომ იგივე მონაცემები, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით აისახოს ამ პორტალზე. 

შესაბამისი ველების შევსების შემდეგ განხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ ზედამხედველობა.იქვე არის სავალდებულო ველები, რომლებიც უნდა შეივსოს, ეს არის ტელეფონის ნომერი, ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა, პირადი ნომერი და სახელი" - განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი