ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან

22 იანვარი 2021, 11:45 931 ნახვა

“ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და გეზი”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანთან ერთად დღეს პარლამენტის გზა გაიარა, არჩილ თალაკვაძესთან შესახვედრად. “მოქალაქეები” იქნება პირველი, ვინც “ქართული ოცნების” წევრებს ინდივიდუალურად, პირისპირ შეხვდება. ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან იმსჯელებენ ისევ ოპოზიციის 4 პუნქტიან გეგმაზე, სურთ გაიგონ თუ რის დათმობას აპირებს მმართველი გუნდი. განმარტავენ, რომ მათთვის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ “მოქალაქეები” მათ რიგებს ტოვებს და ქართული ოცნების თამაშს თამაშობს

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი