სანაპირო კურორტებზე კვლავ თოვლჭყაპია მოსალოდნელი 

19 იანვარი 2021, 10:59 1874 ნახვა

აჭარაში ზეგ შუადღემდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, სანაპირო კურორტებზე კვლავ თოვლჭყაპი იქნება, მთაში თოვა და ქარბუქი.

ტემპერატურა ისევ დაბალი ნიშნულით დაფიქსირდება - ბარში +1, +3 (ბათუმი, ქობულეთი), მთაში -3, -5 (შუახევი, ხულო) ზამთრის კურორტებზე -7, -9 (გომარდული, გოდერძის უღელტეხილი)

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები - ზღვის დონიდან 300 მეტრის ზემოთ ავტოტრანსპორტით მოძრაობა დაბალი ხილვადობისა და ინტენსიური თოვის გამო არის რისკის შემცვლელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში