ხვალიდან აჭარაში ამინდი შეიცვლება - სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 19-20 იანვარს, თოვლია მოსალოდნელი, როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზონაში.
მთაში მოსალოდნელი ინტენსიური ნალექის გამო, ზღვის დონიდან 300 მეტრის ზემოთ შესაძლოა შეიქმნას ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა, ასევე შეიზღუდება ხილვადობა. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი.