მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ხულოში დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის გზა ცალმხრივად გახსნილია და შესაძლებელია ავტომანქანებით გადაადგილება. ქედაში წონიარისის ხიდის შესწავლა უკვე განხორციელდა. ხიდი აღდგენას არ ექვემდებარება, სანაცვლოდ ახალი უნდა აშენდეს. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს.