დაკავებულია 1 ადამიანი თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.