არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს - გახარია

15 იანვარი 2021, 11:22 985 ნახვა

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის და ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ სადაც იქნება, ელემენტარული მარტივი მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს, ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი