ქართველი მოჭიდავეები საფრანგეთის გრან-პრიზე იასპარეზებენ

15 იანვარი 2021, 10:53 1322 ნახვა

15-17 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართება. ტურნირში 23 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები 16 იანვარს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), დათო მარსაგიშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

17 იანვარს, შეჯიბრების ბოლო დღეს კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ საასპარეზოდ, საქართველოს სახელით კი: ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ), სულხან ბუიძე (130 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის სდროით 13:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში