დღეს საქართველოს დროშის დღეა

14 იანვარი 2021, 09:31 292 ნახვა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 

თარიღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო. სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში