სოფელ ბუკნარში ხმაური და დაპირისპირება იყო -  მობილიზებულია პოლიცია

13 იანვარი 2021, 17:41 2211 ნახვა

მეორე დღეა სოფელ ბუკნარში ხმაური და დაპირისპირებაა, მობილიზებულია პოლიცია. მუსლიმი თემისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მოქალაქეები სხვადსხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ.

მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გადაინაცვლეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყვნენ სამლოცველოს მშენებლობის მოწინააღმდეგეებიც და სწორედ ამიტომ პოლიცია მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. სამართალდამცველების  წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაინაცვლეს ცენტრისკენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

მუსლიმი თემის წარმომადგენლები აჭარიდანაც ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ მათი მეგობრების მოთხოვნებს. ამბობენ, რომ ადამიანებს თავისუფლად ლოცვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. 

''გზა რომ ჩაგვიხერგეთ ეს უპატივცემულობაა. თავისუფლებას გვიზღუდავთ და ეს არ შეიძლება''...

''სადაც გვინდა იქ ვილოცებთ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ჩვენი ინტერესის სფეროში არ შედის'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მათი მთავარი მიზანია დაიწყოს აქტიური დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს შექმნილი ვითარების განმუხტვა. მოსახლეობასთან ცოტა ხნის წინ გუბერნატორი მივიდა.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი. 

ამ წუთებში დაპირისპირება ჩაცხრა, მაგრამ სოფელ ბუკნარში რჩებიან სამართალდამცველები და მუსლიმი თემის წარმომადგენლები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი