ბიძინა ივანიშვილი: “აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“

13 იანვარი 2021, 11:43 111 ნახვა

პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი, ამჯერად კი სატელევიზიო ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. ქართული ოცნების ყოფილი  თავმჯდომარე  ფიქრობს, რომ საქართველოში მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგომარეობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა. ივანიშვილმა დეტალურად ისაუბრა ოცნების 8 წელზე, რომლითაც თავად კმაყოფილია.  მისი ბოლო ინტერვიუდან, როგორც ამას თავად ამბობს, თუმცა არ გამორიცხავს, უცხოურ მედიასთან კომუნიკაციას. ირკვევა, რომ აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციების გაწევას და აღარც "ოცნების" მხარდამჭერი იქნება.  მიაჩნია, რომ მისი გუნდის წევრებმა ქვეყნის განვითარებისთვის ყველაფერი იციან, თუმცა უკვე ყოფილ თანაგუნდლებს  ღია ეთერიდან  მისცა რჩევა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა. პოლიტიკურ თემებზე საკონსულტაციოდ კი აღარ დაურეკონ. როგორც პარტიის უკვე ყოფილი ლიდერი ამბობს, გუნდის წევრები ერთი წელი ემზადებოდნენ, რადგან ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ მანამდეც იცოდნენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე დაბრუნდება თუ არა ისევ პოლიტიკაში უპასუხა, რომ სიტყვა არ უნდა გატეხოს კაცმა და ერთხელ ნათქვამი უნდა შეასრულოს. ივანიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, საზოგადოებაც გამოუცდელი იყო, თუმცა  მოსახლეობამ ისწავლა „არჩევა და კონტროლი“.  ისევ გაიმეორა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში