დააკავეს არასრულწლოვანი, რომელსაც 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა - შსს

13 იანვარი 2021, 10:21 15662 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

პოლიციამ 17 წლის პირი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში