შარაბიძეების დასახლებაში 4 ადამიანი დააკავეს 

12 იანვარი 2021, 17:02 5580 ნახვა

ხელვაჩაურში, შარაბიძეების დასახლებაში, გუშინ, პოლიციამ მამაკაცი დააკავა. გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღებას გულისხმობს.

54 წლის რევაზ შარაბიძის სახლში გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, პოლიციამ იარაღი სახლის უკანა ეზოდან ამოიღო, თუმცა ჩხრეკას არავინ დასწრებია. ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებულს იარაღი არ ჰქონდა. 

მომხდარის გასაპროტესტებლად, დღეს დასახლებაში ადგილობრივები შეიკრიბნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დღეს  კიდევ სამი პირი დააკავეს. მათ შორის არის რევაზ შარაბიძის შვილი და სამი მეგობარი.

დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და უფრო დეტალურად საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

დაკავებული პირების ახლობლებმა მოგვიანებით აქცია მაინც გამართეს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში