COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა- ჯანდაცვის კომიტეტი კანონზე მუშაობას იწყებს

12 იანვარი 2021, 15:00 915 ნახვა

საქართველოში ვაქცინის შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნების მოთხოვნით ზიანის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მიმღებმა ქვეყნებმაც უნდა გაიზიარონ. სწორედ ამ მოთხოვნის გამო დეპუტატის თქმით, საქართველო ვაქცინის იმპორტს საკანონმდებლო დონეზე განახორციელებს. მისივე განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო ხარისხიანი ვაქცინის მიღებაზე მუშაობს.  შემოტანის შემდეგ   პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება, შემდეგ კი მთელ მოსახლეობაზე უნდა  გავრცელდეს. სპეციალისტების თქმით, საქართველოში მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის მიერ რეკომენდებული ვაქცინა შემოვა.  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს ახალი მუხლი ემატება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები პარლამენტის წევრები არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი