საქართველოში შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონულად ჩატარდეს. მმართველი გუნდის ინიციატივაზე პარლამენტში უკვე მსჯელობენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არჩევნების ეს სისტემა შეკითხვას არ დატოვებს და რომ, ფაქტობრივად გამორიცხავს ე.წ-ლი კარუსელის ალბათობას. არჩევნები ელექტრონული წესით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება. ამის მიუხედავად ოპოზიცია ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.