რა ქონება გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილმა ფონდ “ქართუს”?

12 იანვარი 2021, 11:39 1544 ნახვა

პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ ონლაინ  მედიაში  ბიძინა ივანიშვილის  წერილობითი ინტერვიუ ვრცელდება. ის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებამდეა  ჩაწერილი.  ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ვრცლად საუბრობს  მისი  ოჯახის ქონების დიდი ნაწილის  საქვემქომედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის შესახებ. ბიძინა ივანიშივილს გადაწყვეტილებით, მისი და მისი მეუღლის ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადაეცა. საუბარია 30-მდე  ობიექტზე,   მათ შორისაა სასტუმრო პარაგრაფი,  შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",  ასევე ბანკი ქართუ,  შპს ელიტა ბურჯი, ლაგუნა ვერეს ტერიტორია, მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და აბასთუმანში.  ამის გარდა ივანიშვილი ფონდს კიდევ რამდენიმე ობიექტს გადასცემს. მისი მეუღლის  განკარგულებაში კი რჩება 200 მილიონი დოლარი.ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი  ამბობს, რომ  ქონების გადაცემა მოხდა ერთადერთი პირობით,  რომ არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მან გააკეთა,  პოლიტიკაში  მოსვლა იყო, რითაც ამბობს, რომ მან ხელი შეუწყო ხალხის ჩაგვრისა და ძალადობრივი რეჟიმის მმართველობის არიდებას. აქვე ბიძინა ივანიშვილმა აღიარა ის ფაქტიც, რომ საქართველოში "მომგებიანობის კრიტერიუმით" კმაყოფილი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი