„ევროპელი სოციალისტები“ – ახალი პარტია პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე

09 იანვარი 2021, 18:30 1195 ნახვა

პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები პატრიოტთა ალიანსის სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს. მისი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან. 

დღესვე პარტიის ყრილობაზე ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.  დაამტკიცეს პარტიის წესდება და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. პოლიტიკური საბჭო 8 წევრით განისაზღვრა.სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ისინი შეეცდებიან ყველგან წესრიგი დაამყარონ, სადაც ხელი მიუწვდებათ და ასევე იქნებიან კრიტიკულები სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

როგორც ზილფიმიანმა ყრილობის დაწყების წინ განაცხადა, დღეიდან პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი