ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის დროს ჩვილების განყოფილებაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა და მხოლოდ 7-ის გადარჩენა მოხერხდა. მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა სამართალდამცავებს ინციდენტის გამოძიება დაავალა.