ლარი ისევ გაუფასურდა

09 იანვარი 2021, 12:00 1137 ნახვა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.30 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულებამ 3.30 ლარი შეადგინა. სავალუტო ჯიხურებშიც დაახლოებით იგივე ფასად არის შესაძლებელი დოლარის ყიდვა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.04 თეთრია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არასტაბილური მერყევი კურსი, ფასებზე და გადასახადებზე აისახება. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების მეპატრონეები კი აცხადებენ, რომ დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია. ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ძირითადად მარტიდან იწყება, 10 თვეა უკვე, რაც 1 დოლარის ღირებულება 3 ლარიან ნიშნულზე ნაკლები არ ყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი