სამართალდამცველებმა დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 42-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 565 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.