ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა 

08 იანვარი 2021, 14:25 1080 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა  გაიზიარა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 6 იანვარს, საღამოს საათებში, ძმებს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი