მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მედია მენეჯერს 2 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის უფლებადამცველების განცხადებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე არ არის დაცვის მხარის არგუმენტები გათვალისწინებული.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დაარღვია განაჩენის ჩაბარების 14 დღიანი ვადა, რის გამოც შეეზღუდათ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების პერიოდი.
განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს პროკურატურაც. 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მედია მენეჯერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პროკურატურა ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა ეს მას არ დაუდასტურდა და მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა.