მომღერალ თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება. გადატანილი აქვს გულის მიკროინფაქტი, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი. მომღერალი რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.