რაჭაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

07 იანვარი 2021, 11:33 731 ნახვა

უკვე მე-4 დღეა, რაც მეხანძრე მაშველები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანძრის  ლოკალიზებას ცდილობენ. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი ცხრა ლოკაციაზე ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობსი პროცესში  350 მეხანძრე მაშველია ჩართული,  40-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურსა და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. კასპში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი