ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. პარალელურად იქნება ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელიც.
ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.