ბათუმში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა 

06 იანვარი 2021, 14:34 9447 ნახვა

დღეს, 6 იანვარს, ბათუმში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა ბაუ-ში 12 დეკემბერს შეიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. 

''ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად უკვე ჰქონდა 18-20. (მაქსიმუმუ 24-ია). რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე გარდაიცვალა. თანმხლები დაავადება - ჭარბი წონა'', უთხრეს აჭარის მაუწყებელს კლინიკაში. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში