ხანძარი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში

06 იანვარი 2021, 11:35 936 ნახვა

ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია  გახდა საჭირო ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო. ცეცხლი დაახლოებით 600 ჰექტარზე იყო გავრცელებული ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა.  მათი ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძრის კერები რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გალის შემოგარენშია. ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი