პარლამენტს 4 ოპოზიცინონერი დეპუტატი შეემატა

05 იანვარი 2021, 20:09 1388 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ უკვე ყოფილი წევრები საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ არის.

ყოფილმა პატრიოტებმა პლატფორმა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს და განაცხადი გააკეთეს საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში გაწევრიანების შესახებ. „ყველა მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის და ვისაც მანდატი აქვს, ის პარლამენტში უნდა იყოს.- ასე ახსნა გადაწყვეტილება დღეს ფრიდონ ინჯიამ.

„ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, რომ „პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენლობა არ შევიდა პარლამენტში“, რასაც ირმა ინაშვილმა იარლიყების მიკერების მანკიერი ტრადიცია უწოდა.

პარლამენტს მიღმა მყოფი ოპოზიციონერი წევრებისთვის კი, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ბიზნესმენის შესვლით არაფერი იცვლება და მას ლეგიტიმაცია ვერ მიენიჭება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი