დღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა პატრიოტთა ალიანსის სიის წევრების ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძის და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა ცნონ. მას შემდეგ, რაც პარტიის სიის პირველ სამ ნომერს მანდატები შეუწყდათ ცნობილი გახდა, რომ პარტიის სიიდან ამ ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილი სადეპუტატო მანდატების აღდგენაზე.
რაც ნიშნავს, რომ პატრიოტთა ალიანსი 4-ვე სადეპუტატო მანდატს გამოიყენებს და იქნება პირველი პარტია ოპოზიციიდან, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის.