გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით საქართველოში ინფლაციამ -1% ხოლო ჯამში, წლიური ინფლაციის დონემ თითქმის 2 პროცენტ-ნახევარი შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რიგ პროდუქტზე. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ერთ-წლიან ჭრილში ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:
1. ავეჯი - 10%;
2. ჯანდაცვა - 10%;
3. ალკოჰოლი, თამბაქო - 9%;
4. სურსათი - 7%;
5. სასტუმრო, რესტორანი - 4%.
1. ქორწინების ოქროს ბეჭედი - 43%;
2. მზესუმზირის ზეთი - 42%;
3. წიწიბურა - 38%;
4. ტკივილგამაყუჩებლები - 32%;
5. სტომატოლოგია - 31%;
6. მამაკაცის ფეხსაცმელი - 31%;
7. ბავშვის ფეხსაცმელი - 28%;
8. რძის პროდუქტები - 20%;
9. მარგარინი - 19%;
10. მაკარონი, ვერმიშელი - 17%.
მომხმარებლებისთვის თვალშისაცემი ზეთზე მომატებული ფასია, მოვაჭრეები ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. გაძვირებულია ბურღულეული, მათ შორის განსაკუთრებით წიწიბურა.